სად როგორ სვამენ ალკოჰოლს


  • ალკოჰოლის მოხმარების კულტურა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა.

სამხრეთ ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, სადაც მრავლად იზრდება ვაზი, ძველი დროიდან მიჩვეულნი არიან და თითქმის ყოველდღიურად სვამენ ყურძნის ღვინოს.
ამ ქვეყნების მოსახლეობის შესახებ მიღებულია გამოთქმა, რომ ისინი, “სვამენ ცოტ-ცოტას, მაგრამ ხშირად”. რაც უფრო ჩრდილოეთისაკენ მივდივართ, მით უფრო მაგარ სასმელებსა და ლუდს ეძლევა უპირატესობა. სკანდინავიელების შესახებ ამბობენ, რომ ისინი “ან გონების დაკარგვამდე სვამენ, ან – წვეთსაც არა”.
ინგლისურენოვანი ქვეყნების (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია) მოსახლეობა უპირატესობას ლუდს ანიჭებს. მეორე ადგილზეა – მაგარი სასმელები – ვისკი, კონიაკი, არაყი. ჩვეულებრივ, მაგარი სასმელები გაზავებული სახით გამოიყენება. შოტლანდიელებსა და ირლანდიელებს, ამას გარდა, უყვართ გლიტვეინი და პუნში.
სკანდინავიის მცხოვრებლები სუფრის გაშლის დროს, უპირველეს ყოვლისა, მაგიდაზე დებენ კარგ არაყს, თუმცა, ლუდის მოხმარება მათთან ყოველწლიურად იზრდება.
იტალიაში სადილობის დროს მიღებულია მშრალი ღვინით სავსე დოქის გვერდით ცივი წყლით სავსე ჭურჭლის დადგმა – მათ წყურვილის მოსაკლავად წყლით გაზავებული ღვინის სმა უყვართ.
ფრანგები ჩვეულებრივ დღეებშიც კი მაგიდაზე წითელ ანდა მშრალი თეთრი ყურძნის ღვინოს მიიტანენ ხოლმე, ჩვეულებრივ, ერთი ადამიანისთვის ნახევარი ბოთლია განკუთვნილი.
ფრანგული სამზარეულო მრავალი სადილისა და სოუსის დამზადების დროს კომპონენტებად ღვინის, კონიაკისა და ლიქიორის გამოყენებას ითვალისწინებს.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის (იაპონია, კორეა, ჩინეთი, ვიეტნამი) ქვეყნების მცხოვრებნი ძველი დროიდან ტრადიციულად სპირტიან სასმელად ბრინჯის არაყს იყენებენ. მას ჩვეულებრივ მინიატურულ ფუჟერებსა და პატარა სასმისებში ასხამენ. ის საყოფაცხოვრებო რიტუალების დროს გამოიყენება. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ამ ქვეყნებში ლუდის გამოყენება ძალზე გაიზარდა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!