- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ღამის განმავლობაში ტყისა და მინდვრის 2 ხანძარი ჩააქრეს.
უწყების ცნობით, ღამის განმავლობაში გაჩნდა 2 ახალი კერა – გურიაში, მამათში და სამცხე-ჯავახეთში, ასპინძაში.
გურიასა და ასპინძაში ხანძრები ლიკვიდირებულია.
ერთი კერაა დარჩენილი სამეგრელოში – დობერაზენში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.