საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა


  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ს.პ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

“გამოძიებით დგინდება, რომ მომხმარებელმა, უცხო ქვეყნიდან თანხის საქართველოში გადმორიცხვის მიზნით, მიმართა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებულ პროვაიდერს. ს.პ.-მ მომსახურების თითქოსდა გაწევის მიზნით, გადმოსარიცხი თანხა – 72 800 ევრო, მომხმარებელს გადააცემინა საზღვარგარეთ მყოფ მის ნდობით აღჭურვილ პირზე.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნიდან მიიღო გადაცემული თანხის ექვივალენტი ვირტუალური აქტივი და მომხმარებლისთვის ნაღდი ფულის გადაცემის ნაცვლად, უკანონოდ დაეუფლა მას.

ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 30 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!