- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2023 წლის აპრილის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის 33 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 29 პირი, მათგან დაკავებულია 10 პირი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, ჯამში 86 285 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 422 000 ლარს აღემატება.
აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 8 წლამდე ვადით.