- საბერძნეთის პარლამენტმა პირველად ქვეყნის ისტორიაში ქალი პრეზიდენტი აირჩია.
ქვეყნის პრეზიდენტი ეკატერინა საკელაროპულუ გახდა, რომელიც ადრე სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი იყო. 63 წლის საკელაროპულუს 300 დეპუტატიდან 261-მა დაუჭირა მხარი. საბერძნეთის პრეზიდენტს ცერემონიალური როლი აკისრია, მას ხუთი წლის ვადით ირჩევენ.
კატერინა საკელაროპულო მოვალეობის შესრულებას 13 მარტიდან დაიწყებს.