- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღების ნაწილს დღეს სკოლამდელების ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია მეთოდისტების ნაწილთან ერთად ეწვია და ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
ცენტრის დირექტორმა ხათუნა თოლორაიამ აღსაზრდელებს, აღმზრდელებს და მშობლებს წარმატებები უსურვა.
ხათუნა თოლორაია: “მნიშვნელოვანი, საზეიმო დღეა. ემოციურად და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვართ აღსავსე ამ დღეს, რადგან როგორც ჩვენი ცენტრი, ასევე ყველა ბაღი მათ აღსაზრდელებს ელოდება. წარმატებებს ვუსურვებ ყველას”.