- სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში დედამიწის დღეს სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობები მიეძღვნა.
შემეცნებითი აქტივობების პარალელურად, ბაღები შეუერთდნენ მასშტაბურ დასუფთვების კამპანიას.
დასუფთვდა ბაღებისა და მიმდებარე ტერიტორიები, დაირგო ნერგები. დედამიწის დღე ბაღების თანამშრომლებთან ერთად, პატარა აღსაზრდელებმაც აღნიშნეს.
ხათუნა თოლორაია, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენცენტრის დირექტორი: “ყოველწლიურად, ტრადიციულად, ვუერთდებით მასშტაბურ დასუფთვების აქციას, რომელიც დედამიწის დღეს ეძღვნება. რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები უფრთხილდებოდნენ გარემოს, სკოლამდელი ასაკიდანვე ვცდილობთ ჩვენ აღსაზრდელებს ვასწავლოთ გარემოზე ზრუნვა. ამიტომაც, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ პატარების ჩართულობას გარემოსდაცვით აქტივობებში”.