- სააღდგომოდ კვერცხზე გაზრდილი მოთხოვნისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ბაზარზე კონტროლს აქტიურად ახორციელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის ადგილობრივ წარმოებებს, იმპორტიორებს, საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.
კონტროლდება როგორც წარმოების პროცესი, ასევე კვერცხის ვარგისიანობის ვადა, შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ეტიკეტირების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან.
უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა სხვადასხვა პროფილის 1214 ბიზნესოპერატორთან. კვერცხის ადგილობრივ საწარმოებში ჩატარებული ინსპექტირებისა და დოკუმენტური შემოწმების შედეგად დარღვევები არ გამოვლენილა.