საარჩევნო ზუგდიდური ფოტორეპორტაჟი უკვე ბულვარის რადიოს თანხლებით


ჩვენმა საინფორმაციო წყაროებმა ზუგდიდის ქუჩებიდან და რამდენიმე საარჩევნო უბნიდან ფოტომასალები უკვე მოგვაწოდეს, სადაც ჩანს თუ როგორ მიმდინარეობს არჩევნები, როგორი განწყობა აქვთ მოქალაქეებს. ინფორმაციისათვის, ზუგდიდში, ბულვარის რადიო უკვე ჩაირთო ენერგიული სიმღერებით, მაგრამ მოქალაქეები ჯერ არ  გამოსულან სასეირნოდ, არც დასასვენებლად და არც აზრების გასაცვლელად. მოგეხსენებათ, ზუგდიდის ჭადრების ხეივანი ცხარე დებატების ადგილია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!