“არ დაიწყოთ ახლა: ბუნტისთავია, ამან ყველაფერზე უნდა იჩუხობოსო. უსაფრთხოების მიზნით ჩავდგი ქოთანი იმ ორმოში და მორჩა. #კუდებისმობმისგარეშე ზუგდიდის მერიას არ მოვთაგავ, ფოტოზეც ჩანს და იმიტომ .” აქტივისტი მოქალაქე, როსტომ ზარანდია, თავის ფეისგვერდზე, “როს ტო” აქვეყნებს ამ პოსტს ფოტოთი და ასეთი გამოხატულებით, მიანიშნებს ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ საავტომობილო გზაზე ორმოები საშიშია და ამდენად, დროზეა საყურადღებო. საქმე ისაა, რომ მან ქალაქში, რუსთაველის ქუჩაზე, საავტომობილე გზაზე არსებულ ორმოში ქოთნით მცენარე ჩადგა.
მოქალაქე ზარანდიას, ბოლო წლების მანძილზე, არაერთი ინიციატივა ეკუთვნის, რომელიც ქალაქისთვის მოქალაქის ზრუნვის პირდაპირი გამოხატულებაა.