რძე და მისი ნაწარმი ბევრი დაავადების პროფილაქტიკური საშუალებაა


  • თეთრი სისხლი, სიცოცხლის ელექსირი, ჯანმრთელობის წყარო, სიცოცხლის წვენი – რა სახელით აღარ შეამკეს ძველმა ფილოსოფოსებმა რძე მისი ჭეშმარიტად ჯადოსნური თვისებების გამო.

რძე საკვებია, რომელსაც ადამიანი დაბადებიდანვე შეიცნობს და ღრმა სიბერემდე მის და მისი ნაწარმის გულმხურვალე თაყვანისმცემლად რჩება.

ესპანელმა მეცნიერებმა საინტერესო კვლევებით აჩვენეს (კონკრეტულად 14 კვლევა ჩაატარეს), რომ დაბალი ცხიმიანობის რძისა და მისი ნაწარმის ზომიერი მომხმარება არაერთი დაავადების განვითარების რისკს ამცირებს.
კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ რძე თავისთავად მეტად სასარგებლო პროდუქტია, ბუნების მიერ შექმნილი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ის ბავშვთა კვების შეუცვლელი პროდუქტია.

მთელ მსოფლიოში გამოიყენება, როგორც სრულფასოვანი ცილისა და მრავალი ბიოლოგიურად აქტიური შენაერთის წყარო. რძე კალციუმის უნივერსალური წყაროცაა, აქედან გამომდინარე საგრძნობლად ამცირებს ძვლების მოტეხილობათა რისკს და ამასთანავე, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკსაც.

რძე კარიესისა და ოსტეოპოროზის (ძვლის გამეჩხერების) პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებადაც არის მიჩნეული. ის ენერგიის უნივერსალური წყაროც არის. ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ეს სასმელი ნებისმიერი ადამიანის რაციონის განუყოფელი კომპონენტი უნდა იყოს.

წყარო: ინტერნეტმასალები

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!