- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 11 მოქალაქე.
რუხის კლინიკაში იმყოფება 133 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 18 პაციენტი.
ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდპაციენტი.
სენაკის კლინიკა სენამედში იმყოფება 12 კოვიდპაციენტი.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა 25 პაციენტი.
სენაკი ლაზიკა მედი 53 პაციენტი.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 110 პაციენტი.
ამავე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა – სენაკის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 55 წლის მამაკაცი, რომელიც მკურნალობის კურსს რუხის საავადმყოფოში გადიოდა.