- ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 19 სექტემბერს ზუგდიდის რაიონიდან 120 ნიმუშის კვლევა განხორციელდა ლაბორატორიაში.
მათ შორის პაციენტი 22, მედპერსონალი 1, კარანტინიდან 95, ეპიდკერაში მყოფი პირი 1. რუხის კლინიკიდან 1 პაციენტი (ცაგერიდან შემოყვანილი) შუალედური ტესტირებით დადებითია და აგრძელებს მკურნალობას, 18 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა რუხის კლინიკაში. ეს არის აფხაზეთიდან გადმოყვანილი ინფიცირებულის მცირეწლოვანი შვილი, რომელიც დედასთან ერთად იმყოფება კლინიკაში. დანარჩენი შედეგები უარყოფითია.