- რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, გლობალური გრანტის ფარგლებში „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორმა“ რენტგენის ციფრული პორტატული აპარატი-უსასყიდლოდ გადასცა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გადაცემის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მისი მოადგილე, ზუგდიდის მერი, ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის’’ და „როტარი“ კლუბი თბილისის ხელმძღვანელობა დაესწრო.