რუხის კლინიკაში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეებში იმყოფება – 80 მოქალაქე. 

რუხის კლინიკაში იმყოფება – 150 კოვიდპაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 85.

“სენამედის” კლინიკაში იმყოფება – 40 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 8.

ფოთის კლინიკაში იმყოფება – 40 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 11 პაციენტი.

ამავე ინფორმაციით,  სამეგრელო-ზემო სვანეთში გარდაიცვალა კოვიდ ინფიცირებული 73 წლის მამაკაცი, თანმდევი დაავადებებით. პაციენტი ზუგდიდის მცხოვრებია. ის 2 დეკემბერს, რუხის კოვიდ კლინიკაში გარდაცივალა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 + six =

Akismet ანტისპამი