- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში იმყოფება 176 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 29 მოქალაქე.
ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდპაციენტი.
სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 12 კოვიდპაციენტი.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა 28 პაციენტი.
სენაკი ლაზიკა მედი 57 პაციენტი, მათ შორის მძიმე 1 და საშუალო სიმძიმის 45 პირი.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 94 ადამიანი.
ამავე ინფორმაციით, რუხის კლინიკაში გარდაიცვალა 4 პაციენტი: წალენჯიხის მცხოვრები 89 წლის მამაკაცი, ზუგდიდის მცხოვრები 59 წლის ქალი, ჩხოროწყუს მცხოვრები 50 წლის ქალი, სენაკის მცხოვრები 68 წლის მამაკაცი.