- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 46 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 3 პაციენტი.
ფოთის ჰოსპიტალში 22 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმე.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 5 პაციენტი, მათ შორის მძიმე 1.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 6 პაციენტი.
სენაკი ლაზიკა მედი – 21 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 82 ადამიანი.