- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 41 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 6 პაციენტი.
ფოთის ჰოსპიტალში 29 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმე.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 5 პაციენტი, მათ შორის მძიმე 1.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 6 პაციენტი.
სენაკი ლაზიკა მედი – 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 28 ადამიანი.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 107 პაციენტი.