- მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი კრივი რიჰი კვლავ დაბომბეს.
“ხანგრძლივი საჰაერო თავდასხმის მაფრთხილებელი სიგნალის ღამე. კრივი რიჰის რაიონი კვლავ ცეცხლის ქვეშაა. შიროკესა და ზელენოდოლსკის დასახლებები საარტილერო ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ, ზელენოდოლსკში 60 წლის ქალი დაშავდა”, – განაცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ.