მსოფლიო რეკორდი: სარფი-ანაკლია


მოცურავე რუსუდან გორდეზიანმა სარფიდან ანაკლიის მიმართულებით თავისუფალი სტილით სადღეღამისო უწყვეტი ცურვით 73 კმ 40 საათის ნაცვლად 25 საათსა და 15 წუთში გაცურა. მან საქართველოს აბსოლუტური რეკორდი დაამყარა და არსებული  13 კმ-ით  გააუმჯობესა…

აღნიშნული რეკორდი რუსუდან გორდეზიანმა აფხაზეთის ომში და 2008 წლის  რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ  გმირებს მიუძღვნა. სანაპიროზე რეკორდსმენს  შსს მინისტრის მოადგილე, ვახტანგ გომელაური დახვდა, გორდეზიანს წარმატება მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა… რუსუდან გორდეზიანს ასევე ახლდნენ ომში დაღუპული  გმირების მშობლები. მინისტრის მოადგილემ  გმირების დედებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილი პოლიციელების მშობლებს საჩუქრები გადასცა. რუსუდან გორდეზიანს რეკორდის დამყარება ასევე მიულოცა შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა, შსს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლებმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!