- მედიის ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსის 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 634 437-მდე გაიზარდა.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 104 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 9 073-ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში “კოვიდ 19”-ისგან 400 000-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ინფორმაციისთვის, რუსეთი კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილზეა მსოფლიოში, აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ.