- რუსეთმა კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, 79 წლის ქალი მოსკოვში, ინფექციურ საავადმყოფოში პნევმონიით დაიღუპა.
მედიის ცნობით, ქალს თანმხლები მძიმე დაავადებები ჰქონდა.
ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 147 შემთხვევა ფიქსირდება.