- უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე მასიური შეტევა განახორციელა, არის მსხვერპლი. გავრცელებული ინფორმაციით, რუსების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. დედაქალაქის 5 რაიონში რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.
ფოტო: bbc