- უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში ბრუნდება 60 სამხედრო, რომელთა შორის მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ დამცველები არიან.
ერმაკის განცხადებით, ტყვეობიდან გათავისუფლდა მარიუპოლის 34 დამცველი, მათგან 14 „აზოვსტალის“ დამცველია. გათავისუფლებულებს შორის ასევე არიან სამხედროები, რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებად დასახლება ელენოვკაში იმყოფებოდნენ.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის უწყება უკრაინის ტყვეობიდან 60 რუსი სამხედროს დაბრუნების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.