- დასავლეთი შეეცდება, დაეყრდნოს ე.წ. მეხუთე კოლონას, ეროვნულ მოღალატეებს, მათ, ვინც აქ შოულობს ფულს, მაგრამ იქ ცხოვრობს, იქ ცხოვრებაში არ ვგულისხმობ გეოგრაფიულად, არამედ მათი აზროვნებით, მათი მონური ცნობიერების მიხედვით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინის თქმით, არ განიკითხავს ადამიანებს, რომლებსაც ვილა აქვთ მაიამიში ან ფრანგულ რივიერაზე.
„საერთოდ არ განვიკითხავ მათ, ვისაც ვილა აქვთ მაიამიში ან ფრანგულ რივიერაზე, ვინც ვერ ძლებს ფუაგრას ხამანწკების ან ე.წ. გენდერული თავისუფლების გარეშე. პრობლემა ამაში არ არის, არამედ იმაში, რომ ბევრი მათგანი მენტალურად იმყოფება იქ და არა აქ, ჩვენთან ერთად. მათი აზრით, ეს იმის ნიშანია, რომ უმაღლეს კასტას მიეკუთვნებიან. ასეთი ხალხი მზადაა, მშობელი დედაც კი გაყიდოს, ოღონდ მათ მისცენ ნება, ამ უმაღლესი კასტის შემოსასვლელში ისხდნენ“, – განაცხადა პუტინმა.