- რუსმა ოკუპანტებმა წუხელ კრივოი-როგი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსებმა კრივოი-როგში სამი რაკეტა გაუშვეს.
“ტრაგიკული ღამე. ერთი დაღუპული და სამი დაჭრილი. შუაღამის შემდეგ რუსებმა სამი რაკეტა ესროლეს კრივოი-როგს. თავს დაესხნენ სამრეწველო საწარმოს. მოკლეს მუშა. მაშველებმა მისი ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. კიდევ სამი ადამიანი დაშავდა, ისინი ადგილობრივ ჰოსპიტალში გადაიყვანეს“, – წერს „ტელეგრამში“ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო.