- ჩვენი ახალი წლის მმართველი – თეთრი მეტალის ვირთხა მხოლოდ ცბიერი და სწრაფი კი არა, გამჭრიახიცაა. მას არ უყვარს გეგმებისა და სურვილების გამომზეურება. ზოგისთვის წლის დასაწყისში რთული იქნება, ემოციებთან გამკლავება და რთულ სიტუაციაში ახალ პირობებთან შეგუება გაუჭირდება. იყავით მეტად რეალისტურები და მოიცილეთ ილუზიები – ეს დევიზი ცხოვრების ყველა სფეროში გამოგადგებათ.
თეთრი ვირთხა ლიდერი და წინამძღოლია. მას სურს გარშემო ყველა და ყველაფერი დაიმორჩილოს. თუ ბრძნულად და პასუხისმგებლობით მოიქცევით, კატაკლიზმები არ მოხდება. უბრალოდ, შრომა უპირველესი უნდა გაიხადოთ, თუ გსურთ, წლის ჭირვეულ მბრძანებელს ასიამოვნოთ და ჯილდოც მიიღოთ. ნაკლები ლაპარაკი და მეტი მუშაობა. ასე მოთაფლავთ ჭკვიან, ინტუიციაგანვითარებულ ვირთხას. 2020 წელს კარგი იქნება ფულის დაბანდება წარმოებაში, პროექტებში, საქველმოქმედო ფონდებში. კარგი იქნება უძრავი ქონების შეძენა, სახლის აშენება, რემონტის გაკეთება. როგორ შევხვდეთ წლის მმართველი ვირთხის შემობრძანებას, რომ მთელი წელი იღბლიანი გვქონდეს? რა თქმა უნდა, დღესასწაულისთვის ინტერიერი უნდა მორთოთ, მოამზადოთ საჩუქრები ახლობლებისთვის, გემრიელი კერძებით გააწყოთ სუფრა, მოაწყოთ წვეულება და მხიარულება. მენიუში ყველაზე გემრიელი და მსუყე კერძები უნდა გქონდეთ. შიმშილს თეთრი ვირთხა ვერ აიტანს. სუფრაზე დაალაგეთ განსხვავებული კერძები – სასმელი, ხილი, ხორცი – თევზის, ფრინველის, ღვეზელები, პიცა და ხაჭაპური, თხილეული, შოკოლადი, კოქტეილები, წვენები და რა თქმა უნდა, ყველი.
თეთრი ვირთხას ღია ფერები უყვარს, გემრიელი კერძები და ლამაზი ინტერიერი. მასთან შესახვედრად თეთრ, ვერცხლისფერ ან მშვიდი ფერის სამოსში გამოეწყვეთ. ჩაცმულობაში ზომიერად გამოიყენეთ შავი ფერი. სასურველია აკურატულად, სილუეტის გამოკვეთით ჩაიცვათ. აქსესუარებიდან აირჩიეთ მბრწყინავი ბროშები, გულსაბნევები, თმის სამაგრები. შეგიძლიათ ვერცხლისფერი ქამარიც/ჰალტუხის კი გაიკეთოთ. მეტალის ვირთხას მოსწონს ყველაფერი, რაც ბრწყინავს. კარგი იქნება, თუ ფერცხლისფერ ფეხსაცმელს ჩაიცვამთ.
ინტერიერში ვერცხლისფერი ნაძვის ხე დადგით. სასურველია, ბროლის სათამაშოებით მორთოთ ან ნატურალურით, ვირთხას ყველაფერი ეკოლოგიური უყვარს. სადღესასწაულო ინტერიერის შესაქმნელად უხვად გამოიყენეთ გვირგვინები, პუფები, სადღესასწაულო სანთლები, წვრილ-წვრილი დეკორის აქსესუარები. სუფრა ღია ფერის უნდა გქონდეთ, ჭურჭელი – ვერცხლისა და ბროლის, კლასიკური სტილის.
ვირთხას უყვარს დიდი წვეულება, ბევრი ხალხი, მხიარულება, გართობა. სასურველია ახალგაცნობილებთან ერთად შეხვდეთ ახალი წლის შემობრძანებას, დილამდე იცეკვოთ, იმხიარულოთ. ამასთანავე, ვირთხას ქარაფშუტასა და მფლანგველს ვერ ვუწოდებთ. რესტორანსა და სამეფო აპარტამენტებს, ახალი წლის შეხვედრა აგარაკზე ან მყუდრო ბინაში ამჯობინეთ. უფრო უკეთესია, თუ ახალ წელს კოლეგებთან ერთად შეეგებებით, კიდევ უფრო სახალისო იქნება მოგზაურობისას, ან ბუნებაში. ერთი სიტყვით, ადგილს – სახურავზე შეხვდებით ახალ წელს თუ ლიფტში – დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია იმხიარულოთ. თანაც, არც ბევრი ფულის ხარჯვა არაა საჭირო. მეგობრებმა შეგიძლიათ ფული შეკრიბოთ და ისე იმხიარულო.
წყარო