როგორ ვიწინასწარმეტყველოთ ამინდი ხურმის დახმარებით? – გაიგეთ მეთოდი, რომელსაც ჩვენი წინაპრები საიდუმლოდ ინახავდნენ


  • იმის მიუხედავად, რომ ხურმა აზიაში 2000 წელზე მეტია რაც არსებობს, ეს ხილი ევროპაში სულ ცოტა ხნის წინ გამოჩდა. ცოტამ თუ იცის ძველი ჩინური ლეგენდა, რომლის მიხედვითაც: „ის, ვინც ყოველდღე ჭამს ხურმას, მუდამ ახალგაზრდა და ჯანმრთელი იქნება.“ გასაკვირი არ არის, რომ ამ ხილის სახელი ითარგმნება, როგორც „ღმერთების საკვები“. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, იცით, რომ შეგიძლიათ იწინასწარმეტყველოთ ამინდი ხურმის დახმარებით?

არსებობს ძველი რწმენა და მეთოდები, რომლებიც ჩვენს წინაპრებს ზამთრისთვის მომზადებაში ეხმარებოდათ და ეს სწორედაც ხურმის მარცვლებთანაა დაკავშირებული. 

ეს არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ხილიდან, რომელსაც ყინვის შემდეგ კრეფენ, რადგან ტემპერატურის დაცემის შემდეგ ის უფრო ტკბილი ხდება . არსებობს ასეთი ხერხიც – თუ ხურმა იყიდეთ, შეინახეთ საყინულეში. 

როგორ ვიწინასწარმეტყველოთ ამინდი ხურმის დახმარებით? 

დაგჭირდებათ ერთი მწიფე ხილი. გაჭერით შუაზე და ამოიღეთ კურკა. გარეცხეთ, რომ არ ისრიალოს. სიგრძეზე გაჭერით ორ ნაწილად. როდესაც თესლს გაჭრით, წინასწარი ვარაუდი დამოკიდებულია შიგნით არსებულ ყლორტზე, რომელიც თეთრია და მისი საზღვრები კარგად ჩანს. ყლორტის ფორმის მიხედვით კეთდება დასკვნები, თუ როგორი იქნება ზამთარი:

თუ ყლორტმა დანის ფორმა მიიღო, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ზამთარი იქნება ძალიან მკაცრი და მშრალი. ეს არც თუ ისე სასიამოვნო მინიშნებაა ფერმერთათვის. 

ჩანგლის ფორმა (ორმხრივი ყლორტი) გაცნობებთ, რომ ზამთარი არც ისე ცივი იქნება – მცირე ნალექითა და ტემპერატურის ძლიერი ცვლილებების გარეშე.

კოვზის ფორმა, როდესაც ყლორტი საკმაოდ მომრგვალებულია, აფრთხილებს დიდთოვლობის მოახლოებას.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!