როგორ გამოვიყენოთ სამედიცინო ნიღაბი ისე, რომ ვირუსებისგან დაგვიცვას


  • ვირუსების გააქტიურებასთან ერთად, ჯანმრთელობის დაცვის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. სამედიცინო ნიღბის დანიშნულება ბაქტერიებისგან ორგანიზმის დაცვაა, თუმცა პირბადის არასწორმა გამოყენებამ, შესაძლოა, დაავადების რისკი შემცირების ნაცვლად, გაზარდოს.

გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ნიღბის სწორად გამოყენებასა და მისგან საჭირო ეფექტის მიღებაში დაგეხმარებათ:

ვირუსების პერიოდში ყოველთვის ატარეთ პირბადე ხალმხრავალ და დახურულ სივრცეში, ქუჩაში ნიღბის ტარება არ არის რეკომენდებული;

პირბადის გაკეთების წინ სასურველია ხელების საპნით დაბანა. გამოყენებულ ნიღაბთან შეხების შემდეგაც ამავეს გირჩევთ.

ერთი პირბადით მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა ისარგებლოს. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ერთჯერადი ნიღბის გამოყენების ვადა 1-2 საათია!

გაიკეთეთ პირბადე ისე რომ ფარავდეს ცხვირს, პირსა და ნიკაპს;

თუ მას აქვს რეზინის მარყუჟი კომფორტულად მოირგეთ ყურზე, თუ ზონარიანია – ყველა შეიკარით. ის მჭიდროდ უნდა იყოს სახეზე მორგებული;

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ სამედიცინო ნიღბის ცისფერი მხარე ჯანმრთელ ადამიანს სნეულის დაცემინების დროს გამოყოფილი ლორწოს წვეთებისგან იცავს;

სამედიცინო ნიღბის თეთრი მხარე ფილტრია, რომელიც მიკრობებისთვის ბარიერის შემქმნელია.

ამდენად, თუ ნიღბის თეთრი მხარე თქვენი სახისკენაა მოქცეული და ცისფერი გარეთაა, ნიშნავს რომ გაციებული ხართ და საკუთარი მიკრობებისგან გარშემომყოფთ იცავთ.

თუ ნიღბის ცისფერი მხარე თქვენი სახისკენაა მიმართული და თეთრი მხარე გარეთაა, ჯანმრთელი ხართ და გარშემომყოფთა ინფექციებს უფრთხით.

კვლევებით, პირბადის გამოყენება და ხელების ხშირი დაბანა ვირუსის შეყრის რისკს 50%-ით ამცირებს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!