როგორ გავზარდოთ მოზარდი სიმაღლეში


არსებობს გენეტიკურად გადმოცემული მემკვიდრეობა – თუ გყავთ მაღალი მშობლები და გაქვთ კარგი კვება, ხართ ჯანმრთელები, კარგად ითვისებთ საკვებს, საკმარისად გძინავთ, ფიზიკურად არ ხართ გადატვირთული, მაშინ თქვენ დიდი ალბათობით დაემსგავსებით თქვენს მაღალ მშობლებს. ანუ გენეტიკურად თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ იმ სიმაღლეს, რომელიც მიიღეთ მემკვიდრეობით მშობლებისაგან.
დაბალი სიმაღლის მიზეზები
შესაძლებელია გენეტიკურად გადმოცემულ მაჩვენებლებამდე ვერ გაიზარდოთ თუ გაქვთ ცუდი კვება, მაგ. საჭმლის მონელებაში გაქვთ რაიმე პრობლემა და საჭმელს ვერ ითვისებს ორგანიზმი, ან არ გაქვთ ხარისხიანი საკვები (იღებთ უხარისხო საკვებს), რომელიც აჩერებს ზრდას და განვითარებას. (მაგ. იგივე კოკა-კოლა, ის ხელს უშლის კალციუმის ათვისებას ძვლების მიერ და პროვოცირებს მის სწრაფ გამოყოფას თირკმელების მიერ. თირკმელები იტვირთება და ძვლები ვერ იღებენ კალციუმს).
არის შემთხვევები, როცა დაბალ მშობლებს ყავთ მაღალი ბავშვები, თუ კი მშობლები გაიზარდნენ ცუდ პირობებში. მაგ. ომის პერიოდში გაზრდილი ბავშვები, ან თუ კი ზრდის პერიოდში მშობლებს აკლდათ კვება. შესაძლებელია გენეტიკურად გადმოცემულ მაჩვენებლებამდე ვერ გაიზარდოთ თუ არ არის საკმარისი საკვები ან ხარისხიანი საკვები, ან ის მიეწოდება და ვერ ითვისება, ან მიეწოდება ქიმიურად დაბინძურებული საჭმელი, ან ხდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, მთლიანი ორგანიზმის ფიზიკური გადატვირთვა, რომელიც ბლოკავს ზრდას და განვითარებას.
არსებობს სიმაღლეში ზრდის კიდევ ერთი დარღვევა, როცა ადამიანი იზრდება იმაზე მეტად, ვიდრე ეს იყო გენეტიკურად ჩადებული. ეს დარღვევა დაკავშირებულია ზრდის ჰორმონთან/სომატოტროპინთან. სომატოტროპინს გამოიმუშავებს ჰიპოფიზი, შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს თავის ტვინის ზედაპირზე. თუ ამ ჰორმონის გამომუშავება ხდება დიდი რაოდენობით, ადამიანები იზრდებიან ძალიან მაღლები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!