- ზუგდიდელი, რიმა როგავა, ხუთი თვეა ებრძვის მწვავე ლიმფობლასტურ ლეიკემიას, რომელიც არის სწრაფმავალი. პაციენტის ოჯახის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ყველა პროცესის დროულად ჩატარება.
“რიმა როგავას ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა, რომელიც დაავადების ტიპიდან და სირთულიდან გამომდინარე არ კეთდება საქართველოში. ამჟამად მკურნალობთ თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც მდებარეობს ქ. სტამბულში. ( Group Florence Nightingale Hospitals).
საქართველოში ჩატარებული პირველადი დახმარების (ეტაპების, რაც გაეწია საქართველოში ) შემდგომ, თურქეთში ჩაუტარდა გამოკვლევები, რის შემდეგ დადგინდა, რომ ძვლის ტვინის გადანერგვა ვერ მოხერხდებოდა. აღმოუჩნდა დაავადების რეციდივი, რაც იყო ძალიან მოულოდნელი, რის გამოც უწევს ისევ ხელახლა უფრო რთული სამედიცინო მკურნალობის ჩატარება, რასაც საქართველო არ აფინანსებს.
ესაჭიროება მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია, რომელიც დაკავშირებულია ძალიან დიდ თანხებთან, ( 33 000 დოლარი- დაფინანსდა მცირედი (საჭიროებასთან მიმართებაში) თანხა, რაც რეალურად ანალიზებზეც არ გვყოფნის,
დაფინანსება გვაქვს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციაზე. დანარჩენი სამედიცინო მამსახურეობა არ ფინანსდება (ანალიზები, ძვლის ტვინის გამოკვლება და ა.შ), ძალიან ძვირია სამედიცინო მამსახურეობა.
დონორს რაც შეეხება, მოძიებულია თურქეთში და თანახმაა გვერდში დაგვიდგეს (დონორის სამედიცინო ხარჯები არ ფინანსდება). ამ ეტაპის მისვლამდე (ტრანსპლანტაციამდე) გვიწევს ძალიან რთული პერიოდის, სამედიცინო პროცესების გავლა. ძალიან რთულია ჩვენი ოჯახისთვის ფინანსურად ამ ყველაფრის ანაზღაურება/გამკვლავება, სწორედ ამიტომ გვჭირდება თქვენი დახმარება და ვიმედოვნებ რომ ყველანი გვერდში დაგვიდგებით!!! ყველამ ვიცით, რომ ესეთ დროს ყოველი თეთრი ძალიან მნიშვნელოვანია.”
რიმა როგავას დასახმარებლად გახსნილია ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
კრედო ბანკი
ლიბერთი ბანკი
მიმღები: ნანა ყალიჩავა პნ #19001108095
თბს ბანკი
მიმღები: რიმა როგავა პნ #19001108051
