- საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის მაგისტრალის დამატებითი 12 კმ გაიხსნა.
უწყების ცნობით, ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს ახალი 4 ზოლიანი გზის 48 კმ-ით, 49 გვირაბითა და 88 ხიდით, მათ შორის, რიკოთის ისტორიული, ახლად რეაბილიტირებული გვირაბით და მისი პარალელური ახალი გვირაბით.
“რიკოთის ახალი მაგისტრალური გზა 8 კმ-ით ამცირებს გადაადგილების მანძილს და სულ მცირე ანახევრებს მგზავრობის დროს. რიკოთის ახალი მონაკვეთის გავლას 35 წუთი დასჭირდება. საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 93%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.”:-აღნიშნულია ინფორმაციაში.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა.