- დღეს, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზში, კომპოზიტორმა დემეტრე გამსახურდიამ, უახლესი საფორტეპიანო კომპოზიციით “ნეტარი არსებითობა” გახსნა გამოფენა- “რეტროსპექტივა ფერწერაში“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მე-20 და 21-ე საუკუნის სხვადასხვა მხატვართა და სხვადასხვა ჟანრის ფერწერული ნამუშევრები.
გამოფენაზე დამთვალიერებელს შეეძლო ეხილა ახალი და უახლესი დროის ქართველი მხატვრების: რობერტ სტურუას, გურამ გელოვანის, ლეოპოლდ ძაძამიძის, ვალენტინ შერპილოვის, თამარ დე ლეტე ვაჩნაძის, ბრუნო ვეფხვაძის, ირაკლი სუთიძის, გივი თორაძის, ირინა ელიაშვილის, კარლო ფაჩულიასა და სხვათა ნამუშევრები.