რეგიონალური ფესტივალი ფოთში


დღეს, 20:00 საათზე, ფოთში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე რიგით პირველ „რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის“ გახსნის ცერემონიას დაესწრება. „რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ ორგანიზებით 15-25 ივლისს, ფოთში გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობენ როგორც საქართველოს, ასევე იტალიის, ბელორუსიის და პოლონეთის რეგიონალური  თეატრები.

ქართული და უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები მაყურებელის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგებიან.

მიხეილ გიორგაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ზუგდიდში  ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!