- რაულ ჩილაჩავას ამ დღეებში, მიენიჭა უკრაინული პრემია „დრაგომანი“ – „უკრაინასა და საქართველოს შორის კულტურული ხიდების მშენებლობისთვის.
2023 წელს საქართველოში გამოვიდა რაულ ჩილაჩავას მიერ უკრაინულიდან თარგმნილი სამი წიგნი: მარკიან კამიშის რომანი „ოფორმლიანდია ანუ ზონაში გასეირნება“, „ომის ლექსიკონი“ (უკრაინელი პოეტები ომზე), ტარას შევჩენკო „ფიქრნო ჩემნო”.
დაჯილდოების ცერემონიალი შედგება აპრილის მიწურულს კიევში.
პრემიის დამფუძნებლები არიან: უკრაინული ინსტიტუტი, პენ უკრაინა და უკრაინული წიგნის ინსტიტუტი. პრემია დაარსდა 2020 წელს“.