“ნულოვანი ბარიერი ერთ-ერთი კარგი საარჩევნო სისტემაა – ის უზრუნველყოფს მიღებული ხმების მაქსიმალურად ზუსტად გარდასახვას მანდატებში,” – ამბობს მედიასთან “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდე.
მენაბდის განმარტებით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერი იმას ნიშნავს, რომ პარტიებს ფაქტობრივად იმდენი მანდატი აქვთ, რაც მხარდაჭერა და საზოგადოების განწყობები ზუსტად არის ასახული საკანონმდებლო ორგანოში. ეს კი, მისივე თქმით, დემოკრატიის მნიშვნელოვანი ასპექტია.