რამდენად ინფორმაციულია საკრებულოების ვებგვერდები


„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ” გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ასახავს სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობების, მერიების და საკრებულოების ვებგვერდების ინფორმაციულობას და გამჭირვალობას.კვლევა ჩატარდა ზუგდიდში, ფოთში, აბაშაში, მარტვილში, სენაკში, ხობში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში და მესტიაში. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ   ინფორმაციულობის დონე ვებგვერდების თვალსაზრისით,  მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, თუმცა  არსაკმარისად ხდება ამა თუ იმ ინფორმაციის განთავსება.

„ ვებგვერდების გარკვეული ნაწილი არც აკმაყოფილებს  ინფორმაციულ სტანდარტებს, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მათ დადგენილების შესაბამისად გამოაქვეყნონ  ყველა სახის ინფორმაცია რაც საკრებულოს წესშია განსაზღვრული, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს  ხელმისაწვდომობა ყველა სახის ინფორმაციაზე’’.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=pqx7ZQEquOo[/embedyt]

„საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველო’’ მოუწოდებს ყველა მუნიციპალიტეტს დადგენილებების შესაბამისად გამოაქვეყნოს ინფორმაცია. მოადხინოს ინფორმაციის პერიოდულობა. დახვეწონ ვებგვერდების ტექნიკური მხარე, რადგან ზოგიერთი ვებგვერდი ტექნიკურად გაუმართავია”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!