თუ თოვლში სეირნობა გიყვართ ძალიან გაგიმართლათ, რადგან ეს ფიზიკური აქტივობის ერთ–ერთი ფორმაა. თოვლში გართობის ნებისმიერი ფორმა, გუნდაობა, თოვლის ბაბუის შექმნა, თხილამურებით სრიალი თუ სხვა, გარკვეული რაოდენობის კალორიებისგან გათავისუფლებთ, მაგალითად, თუ ერთ საათს თხილამურს დაუთმობთ 400–ზე მეტ კალორიას დაწვავთ.
ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ როცა გარეთ თოვს, ადამიანს უფრო მშვიდად სძინავს. მოგეხსენებათ, რომ ძილი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
თოვლიანი ამინდი ჩინებული საშუალებაა ოჯახური სადილობისთვის. ოჯახის წევრების ერთ მაგიდასთან შეკრება კი დადებითად აისახება როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ სახლში მომზადებული კერძი გაცილებით ჯანსაღია და მასში ნაკლებია კალორია. ოჯახის წევრებთან ერთად სადილობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. ამის წყალობით 12%–ით მცირდება სიმსუქნის, ხოლო 35%–ით კვებითი აშლილობის რისკი. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს 24%–ით იზრდება იმის შანსი, რომ პატარამ ჯანსაღი კვების რაციონით იკვებოს.
თოვლში ადამიანი ერთობა და გართობა პირველ რიგში სასარგებლოა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, უმჯობესდება გუნება–განწყობილება. სტრესის გამო ზოგიერთი ადამიანი თავის ტკივილს, შფოთვასა და დაღლილობას, ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს უჩივის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია თავი კარგად იგრძნოთ თუნდაც თოვლით დაფარულ ტყეში სეირნობით. გახსოვდეთ, რომ სიცილი ჩინებულად ებრძვის ანთებას და მნიშვნელოვნად ამცირებს ორგანიზმში სტრესის ჰორმონის დონეს.
წყარო