ელექტრომაგნიტური ველი ადამიანის თვალისთვის უხილავია, ამიტომაც მას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. ასეთი ველი აღმოცენდება ელექტრული მუხტის დაგროვების შედეგად სხვადასხვა აპარატურისა თუ ელექტრომოწყობილობის შიგნით და ირგვლივ, დაწყებული სატელევიზიო ანტენებით, რადიოებითა და ტელეფონებით, დამთავრებული როზეტებით. თუ მიმოვიხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ნებისმიერი სივრცე არაერთი ელექტრომოწყობილობითაა გადატვირთული. როგორც სადღეისოდ არ არსებობს კვ¬ლევა, რომელიც საბოლოოდ დაადასტურებდა ელექტრომაგნიტური ველის ნეგატიურ გავლენას კონკრეტული კუთხით ორგანიზმზე, მის მოქმედებას ამა თუ იმ პათოლოგიურ ძვრასა და ცვლილებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, დაუჯერებელია, რომ ადამიანი, რომელიც მთელ დღეს ელექტრომოწყობილობებით სავსე გარემოში ატარებს, ვერ გრძნობდეს მათ უარყოფით გავლენას. ოფისებში მომუშავენი, ალბათ, ყველაზე უკეთ შეიგრძნობენ ამ მავნე გავლენებს, რადგან ყოველდღიურად აწყდებიან უამრავ პრობლემას.
ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი პრობლემები:
• ნერვული სისტემის დარღვევები: დეპრესია, დაღლილობა, გაღიზიანება და სხვა;
• უძილობა;
• ალერგია;
• ჰიპერტონია;
• მხედველობის პრობლემები;
• კანის სიმშრალე;
• ორიენტაციასა და კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები;
• თავბრუხვევა;
• შაკიკი;
• გადამეტებული დაღლილობა;
• ფერტილობის დარღვევა და ჩასახვასთან დაკავშირებული სირთულეები;
• აუტოიმუნური დაავადებები;
• არითმია;
• ზოგიერთი კვლევით, ელექტრომაგნიტური ველის კანცეროგენული გავლენაც არის აღნიშნული.
წყარო