- პარტია “პატრიოტთა ალიანსი” ზუგდიდის მერობის კანდიდატად ტელეკომპანია “ობიექტივის” ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას წარადგენს. ამის შესახებ ილია ჩაჩიბაიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
“მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე უნდა დაგიდასტუროთ. პატრიოტთა ალიანსმა ზუგდიდის მერობის კანდიდატად ნამდვილად დამასახელა. სხვა ქალაქების მსგავსად, ჩემს ზუგდიდშიც მძიმე სოციალური და პოლიტიკური ვითარებაა. ამ ფონზე, დანაშაულია უმოქმედობა. აქვე გეტყვით, პატრიოტების საკრებულოს სიაში ძალიან ღირსეული კანდიდატები არიან წარმოდგენილი. თუ არ ვცადეთ, თუ არ ვიბრძოლეთ არაფერი არ შეიცვლება. მე მზად ვარ ამ თავდადებისთვის. სათითაოდ შევალ ყველა ოჯახში (უკვე დავიწყე). ერთი წამით არ გავჩერდები. ყველა ჩემს მეგობარს, ახლობელს, ნაცნობს გთხოვთ მხარდაჭერას”.-დაწერა ილია ჩაჩიბაიამ.