“ჟურნალისტები სამეგრელოდან”-დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია


  • დღეს, 21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღეს, ახალგაზრდული სათათბიროს ფოტო, მედიახელოვნების და პიარის კომიტეტმა უჩვენა დოკუმენტური ფილმი “ჟურნალისტები სამეგრელოდან”.

ფილმი იყო 50 წუთიანი და ასახავდა იმ რთულ საქმიანობას, რასაც ეწევიან რეგიონის ჟურნალისტები საზოგადოების დროული ინფორმირებისთვის. აუდიტორიის მოწონება განსაკუთრებით დაიმსახურა “პირველი არხის” ჟურნალისტის ნატალია ბერულავას საუბარმა, სადაც ის იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომის ეპიზოდებს. იმ დაძაბულ წუთებს, როცა მას და მის ოპერატორს გიგა კილასონიას მოუწიათ პირდაპირი შეხვედრა რუს ოკუპანტებთან. “მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტი უნდა იყოს მიუკერძოებელი, მაგრამ გულწრფელად უნდა ვთქვა, აგვისტოს ომში მე ვიყავი მხარე, მე ვიყავი საქართველოს მოქალაქე და მქონდა ის პოზიცია, რა პოზიციაც უნდა ჰქონოდა ჩემი ქვეყნის შვილს ამ კონფლიქტში”.

შთამბეჭდავი იყო ჟურნალისტების: ნანი მოსიძის (გაზეთი “ზუგდიდი”, საინფორმაციო პორტალი “მედიასახლი”), მაია ფიფიას (“რადიოათინათი”), მაია ღუბელაძის (“მედიაცენტრი”, საქართველოს უნივერსიტეტის ზუგდიდის ბიურო), დავით მანიას (ტელეკომპანია “ფორმულა), მალხაზ ბასილაიას, (საინფორმაციო პორტალი “stv.ge”) მარინა დამენიას (მედიამუზეუმი), ნანა ქობალიას (ტელეკომპანია “ოდიში”), ნატალია ბერულავას (პირველი არხი) საუბარი ჟურნალისტის პროფესიაზე.

ფილმი “ჟურნალისტები სამეგრელოდან” სათათბიროს ახალგაზრდა ჟურნალისტების პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარია. როგორც ჟურნალიტებმა, შეხვედრაზე, აღნიშნეს, ახალგაზრდებმა ღირსეულად შეასრულეს დასახული მიზანი და ამ ფილმის ჩვენებით ერთგვარი დღესასწაული მოუწყვეს თავიანთ უფროს კოლეგებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!