პუტინმა დონეცკში, ლუგანსკში,  ხერსონში და ზაპოროჟიეში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა


  • რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებულ ოთხ რეგიონში – ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

აღნიშნულის შესახებ რუსეთის ლიდერმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„შეგახსენებთ, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში, ვიდრე ისინი რუსეთის შემადგენლობაში შევიდოდნენ, არსებობდა საომარი რეჟიმი. ახლა ჩვენ გვჭირდება ამ რეჟიმის გაფორმება უკვე რუსეთის კანონმდებლობის ფარგლებში. ამიტომ, მე ხელი მოვაწერე განკარგულებას რუსეთის ფედერაციის ამ ოთხ შემადგენელ სუბიექტში საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ. იგი დაუყოვნებლივ გადაეგზავნება დასამტკიცებლად ფედერაციის საბჭოს“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, კიევის რეჟიმმა უარი თქვა ამ რეგიონების მცხოვრებლების არჩევანის აღიარებაზე და უარყოფს ნებისმიერ წინადადებას მოლაპარაკებისთვის.

„ნეონაცისტები ღიად იყენებენ ტერორისტულ მეთოდებს: დივერსიას საარსებო ობიექტებში, კლავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს“, – დასძინა პუტინმა.

მანამდე ხერსონის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ვოლოდიმირ სალდომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგროვებენ ძალებს ფართომასშტაბიანი შეტევისთვის და რუსეთის ჯარებმა შექმნეს ჯგუფი მის მოსაგერიებლად. მისივე თქმით, რეგიონის მცხოვრებლების უსაფრთხოებისთვის მათი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!