პუტინის პორტრეტით გამოხატული სამოქალაქო პროტესტი


წუხელ, გვიან, პირველი საჯარო სკოლის ჭიშკარზე და გალავანზე, რამდენიმე ადგილას, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თაღოვან ექსტერიერზე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიახატეს. ამ დილით, საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ნახატი გადაღებილია. მხოლოდ დაკვირვებული თვალი თუ შენიშნავს, რომ თეთრი საღებავის უკან რუსეთის პრეზიდენტია დამალული.

IMG_20180531_111854პირველ სკოლასთან კი, რუსეთის პრეზიდენტის სახე შავი საღებავით არის გადაშლილი და უფრო მეტად დამაინტრიგებელია, ვიდრე პუტინის ხილულ სურათს შეიძლებოდა გამოეწვია ეს.

გუშინ, ზუგდიდის #1 საჯარო სკოლის 150 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების თანაორგანიზატორი იყო რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და როგორც ამბობენ, ვლადმიერ პუტინთან დაახლოებული პირი, მიხეილ ხუბუტია, რომელიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულია და გუშინ საჩუქრებით ესტუმრა სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს. სავარაუდოდ, წუხელ, პირველ სკოლასთან და რესურსცენტრთან გაჩენილი პუტინის პორტრეტი, ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტების პროტესტია, პირველი სკოლის საპატიო სტუმრისადმი.  IMG_20180531_111425


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!