პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ


  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ  იძულებით გადაადგილებულ პირებს,  სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს.

უწყების ინფორმაციით, პროგრამის მთავარ მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის  დასაქმების პერსპექტივის შექმნა წარმოადგენს.

პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 16  დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს:

  • თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;
  • გორი, სამების ქ. N1;
  • რუსთავი,  კოსტავას ქ. N20;
  • ქუთაისი,  აბაშიძის გამზ. N27;
  • ზუგდიდი,  აღმაშენებლის ქ. N106.

განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ  ელექტრონულ ფოსტაზეც – info@idp.gov.ge.

განაცხადის ფორმა

პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!