- საქართველოში პროტესტის მეათე საღამოა, ასევე ზუგდიდში.
28 ნოემბრის შემდეგ, ზუგდიდელები, გუბერნიის წინ დგანან, ერთმანეთს მიმართავენ, საქართველოს ევროინტეგრაციულ მომავალზე აკეთებენ აქცენტებს, სოლიდარობას უცხადებენ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის აქციებზე დაზარალებულებს, დაკავებულებს. აქ არიან ყველა ასაკის მოქალაქეები. თუმცა, ახალგაზრდული მუხტი ცალსახად მეტია.
დღეს, აქციის მონაწილეები, სოლიდარობას უცხადებენ თანაქალაქელ ჟურნალისტს, ბექა ყორშიას, რომელიც დაკავებულიააქციას, როგორც გუბერნიის წინ, ასევე ქალაქის ქუჩებში მსვლელობისას, პოლიციელთა ჯგუფი ახლავს. ამ წუთამდე, ზუგდიდში, არ დაფიქსირებულა აქციის მონაწილეებისა და სამართალდამცავების გამოკვეთილი დაპირისპირება.
პ.ს. ზუგდიდელ მოქალაქეთა ერთი ნაწილი, ახალგაზრდები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიციური კოალიციის წევრები აპროტესტებენ სახელისუფლებო განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ. იმავდროულად აპროტესტებენ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და ითხოვენ ხელახალ არჩევნებს.