პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო


  • საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“3 იანვარს ზუგდიდში ,,მაზდა”-ს მარკის ავტომობილი, რომელსაც მართავდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი, ქვეითად მოძრავ 2 მოქალაქეს შეეჯახა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით, ერთი დაზარალებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაზარალებული და ავტომობილის მძღოლი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: გუშინ, 3 იანვარს, ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე, მსუბუქი მანქანა ორ ადამიანს დაეჯახა. ერთ-ერთი მათგანი, ადგილზე გარდაიცვალა. მეორე პირი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

one × 2 =

Akismet ანტისპამი