- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტი სახელწოდებით – ” ჩვენ და გარემო“ დაიწყო.
პროექტის მონაწილეები ეცნობიან ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ისტორიას, მნიშვნელობას და მცენარეთა მრავალფეროვნებას.
ასევე, თეორიულთან ერთად მსმენელები პრაქტიკულ სამუშაოებშიც აქტიურად ერთვებიან, მათ შორის მცენარეთა ჩარგვა, ჰერბარიუმის დამზადება, არტეფაქტების დათვალიერება და სხვა.
პროექტის ფარგლებში ბოტანიკურმა ბაღმა დღეს ოდიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს უმასპინძლა.