პროდუქტები, რომელებიც ვირუსისგან დაგიცავთ და იმუნიტეტს გაგიძლიერებთ


სასარგებლოს ორგანიზმი საკვებიდან უფრო სწრაფად და იოლად იღებს, ვიდრე ვიტამინური დანამატებისგან. ვირუსებმა რომ არ შემოგიტიოთ, ჯერ სწორ კვებაზე უნდა გადახვიდეთ. სასარგებლო პროდუქტების სია კი ხელთ გქონდეთ.
1. იოგურტი – აუმჯობესებს ნაწლავების მიკროფლორას და აძლიერებს იმუნიტეტს. თუ კეფირს, მაწონს ან იოგურტს სისტემატურად მიირთმევთ, გაციებას დაემშვიდობეთ.
2. ნიორი – ძლიერი ანტიბიოტიკია. თუმცა, მომზადებული სასარგებლო თვისებებს კარგავს. უმჯობესია, უმი მიირთვათ.
3. ჯანჯაფილი – მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. ათბობს ორგანიზმს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში.
4. ბროკოლი – ძლიერ ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს შეიცავს. ზოგიერთი ექიმის თქმით კი, კიბოს წარმოქმნასაც უშლის ხელს.
5. მაყვალი – ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი. აძლიერებს ორგანიზმს და აგიმაღლებთ იმუნიტეტს. გაყინულიც კი საკმაოდ ეფექტიანია.
6. ვაშლი – უჯრედისის წყაროა. ასუფთავებს ნაწლავებს. სუფთა ნაწლავები კი ძლიერი იმუნიტეტის საწინდარია.
7. თაფლი – არ ჩამოვთვლით, რამდენ სასარგებლო ნივთიერებას, მინერალსა და ვიტამინს შეიცავს. უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ თაფლი ებრძვის სტრესს და დამშვიდებაში გეხმარებათ. დღეში 1 სადილის კოვზი თაფლი იმუნიტეტსაც გაგიძლიერებთ და გაციებასაც აგარიდებთ.
8. ასკილი – “ცე” ვიტამინის საბადოა. მისი ჩაი უნდა დალიონ მათ, ვისაც ვირუსებისგან თავის დაცვა სურს.
9. თხილი – პროანტოციანიდინითაა მდიდარი. ის კი აძლიერებს კაპილარებს, არეგულირებს წნევას და იცავს გულ-სისხლძარღვოვან სისტემას. გარდა ამისა, საუკეთესო ანტიოქსიდანტია.
10. ზღვის თევზი – სასარგებლო ცხიმებს, ცილას, თუთიას შეიცავს. უპირატესობა მიანიჭეთ თევზის ცხიმიან სახეობებს: თუნა, ორაგული, კალმახი, სკუმბრია, ქაშაყი. თევზი საუკეთესო პროდუქტია იმუნიტეტის გასაძლიერებლად როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!