- დღეს, დადიანების მუზეუმისა და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ერთობლივი საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა “დადიანების ევროპული ბაღი“ ჩატარდა. მონაწილეებმა პროგრამის ფარგლებში, დაათვალიერეს დედოფლისეული სასახლის მემორიალური გამოფენა.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ჩაუტარდათ ექსკურსია, სადაც გაეცნენ ევროპული ბაღის ისტორიულ-კულტურულ მნიშვნელობას და უნიკალურ მცენარეთა მრავალფეროვნებას.
პრექტიკულ ნაწილში, ბავშვებმა დაათვალიერეს ორანჟერეა. სპეციალისტების ჩართულობით, ადგილზე შეისწავლეს მცენარის დარგვის და მოვლის ეტაპები, დარგეს მცენარეები, რომელიც სიმბოლურად საჩუქრად გადაეცათ.
ინფორმაციისთვის: შემდეგი პროგრამა ჩატარდება სამშაბათს, 8 აგვისტოს, 13:00 საათზე.