,,თუ ადრე შრომის კოდექსი დამსაქმებელზე იყო მორგებული, ახალი შრომის კოდექსის პრიორიტეტი დამსაქმებელია!”- ამბობს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების სამეგრელოს ორგანიზაციის იურისტი გიორგი აფშილავა, რომელიც დღეს, ზუგდიდში, პროფკავშირების სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ინგა გვასალიასთან ერთად რეგიონში დასაქმებულ ჟურნალისტებს შეხვდა.
მიუხედავად შრომის ახალი კოდექსის ამოქმედებისა, დამსაქმებლები ჯერ კიდევ პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან საკუთარ ორგანიზაციებში დასაქმებული პირების უფლებების დაცვას, პრობლემები არსებობს შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. ის ან არ არსებობს, ან დამახინჯებულია და დამსაქმებლის ინტერესებზეა აგებული. სწორედ ასეთი ხელშეკრულებები გახდა მიზეზი რომ რამდენიმე დღის წინ გორში დაფიქსირდა ჟურნალისტთა შრომითი უფლებების დარღვევა. ,,მაშინ კი არ უნდა გაგვახსენდეს მასმედიის წარმომადგენელთა პროფკავშირული გაერთიანების შექმნა, როცა გვიჭირს, მანამდე უნდა შეიქმნას. ამიტომ გთავაზობთ, რომ ზუგდიდშიც ჩამოყალიბდეს მსგავსი გაერთიანება, რომ თითოეულმა ჟურნალისტმა შეძლოს საკუთარ სამსახურში თავისი შრომითი უფლებების დაცვა“.-განაცხადა ინგა გვასალიამ.